სამართალი
ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტები კახეთში
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების 6 ფაქტი გამოავლინეს.


უწყების ინფორმაციით, ლაგოდეხის, თელავისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში, ადგილი ჰქონდა რცხილის, წიფლისა და მუხის სახეობის მეორე ხარისხის ხე-ტყის უკანონო ჭრისა და, შემდგომში, მისი სათანადო დოკუმენტაციის გარეშე ტრანსპორტირების შემთხვევებს. აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება.


| Print |
FaceBook Twitter Google