სამართალი
გურჯაანის პოლიციამ დაჭრაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დაჭრაში ბრალდებული ახალგაზრდა ცხელ კვალზე დააკავეს. მას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.

მან გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ორი პირი დაჭრა.  ისინი მკურნალობის კურსს რაიონულ საავადმყოფოში გადიან. ექიმების ცნობით,  მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამმართლის კოდექსის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 120-ე(ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) მუხლებით მიმდინარეობს.

| Print |
FaceBook Twitter Google