სამართალი
ყვარელში მოქალაქეები ელექტროშოკური აპარატით თევზაობდნენ
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.


უწყების ინფორმაციით, ყვარლის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე, მოქალაქეები - მ.ტ. და მ.ქ, ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით თევზაობდნენ. ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ვინაიდან, 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ქვირითობის პერიოდში, შიდა წყალსატევებში, აკრძალული საშუალებებით თევზჭერა, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, გამოიწვევს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სანქციებს.

შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. მოქალაქეებს ჩამოერთვათ და დაილუქა სამართალდარღვევის იარაღები.
შეგახსენებთ, რომ სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა (ანკესით, მათ შორის რეკრეაციული) დაშვებულია მთელი წლის განმავლობაში, გარდა საქართველოს "წითელ ნუსხაში" შეტანილი კალმახისა.


| Print |
FaceBook Twitter Google