შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების
უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და თბილისის
პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა,
ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად,
1994 წელს დაბადებული გ.ა. და 1998 წელს დაბადებული ნ.ი., ნარკოტიკული
საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით,
ფონიჭალაში დააკავეს.
უწყების ინფრორმციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა,
მოქალაქეს ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი მიჰყიდეს. პოლიციამ, გ.ა.-ს
საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 12,6855 გრამი ჰეროინის შემცველი
ფხვნილი, ხოლო ნ.ი.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას - 19
შეკვრად დაფასოებული 11,0689 გრამი ჰეროინის შემცველი ფხვნილი
ამოიღო.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს
(საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილის "ა"
ქვეპუნქტით).
მასალის გამოყენების პირობები