სამართალი
ავარია ყვარელში-გარდაცვლილია ერთი ადამიანი
ყვარლის რაიონის სოფელ ზინობიანში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ექვსი კი დაშავდა.

„ოპელისა“ და „ბე-ემ-ვეს“ ტიპის მანქანები ერთმანეთს გასწრების დროს შეეჯახნენ. როგორც შსს პრესსამსახურში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ყვარელი / ავარია /