სამართალი
კახეთში ხე-ტყის უკანონო ჭრის 19 ფაქტი დაფიქსირდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების 19 ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, ლაგოდეხის, თელავისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში, ადგილი ჰქონდა რცხილას, წიფლისა და მუხის სახეობის, მეორე ხარისხის ხე-ტყის უკანონო ჭრასა და, შემდგომში, სათანადო დოკუმენტაციის გარეშე მისი ტრანსპორტირების ფაქტებს.
შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება

| Print |
FaceBook Twitter Google