სამართალი
კახეთში უკანონო თევზჭერის ფაქტები დაფიქსირდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა თევზჭერის წესების დარღვევის 2 ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, ახმეტისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში, მდინარე ალაზანზე, მოქალაქეები კუსტარულად დამზადებული თევზმახით - ე.წ. "ვენტერითა" და მოსასამელი ბადით თევზაობდნენ, რომელთა ზომები არ შეესაბამებოდა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N-423 დადგენილებით დამტკიცებულ "თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკურ რეგლამენტით" გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
შედგა შესაბამისი ოქმები. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კახეთი / თევზჭრა /