სამართალი
თელავში ასაფეთქებელი ნივთიერებით თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ასაფეთქებელი საშუალებით უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე, მოქალაქეები ასაფეთქებელი საშუალების გამოყენებით ახდენდნენ უკანონო თევზჭერას. შედგა შესაბამისი აქტი. ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის საგამოძიებო ორგანოს გადაეგზავნება.
| Print |
FaceBook Twitter Google