სამართალი
ხე-ტყის უკანონო ჭრის 30 ფაქტი კახეთში
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების 30 ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, ლაგოდეხის, თელავის, გურჯაანის, ახმეტისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს რცხილას, წიფლისა და მუხის სახეობის მეორე ხარისხის ხე-ტყე და შემდგომში, სათანადო დოკუმენტაციის გარეშე მოახდინეს მისი ტრანსპორტირება.

შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კახეთი / ხეტყე /