სამართალი
კახეთში უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი დაფიქსირდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა თევზჭერის წესების დარღვევის 2 ფაქტი გამოავლინეს.


უწყების ინფორმაციით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მდინარე იორზე, მოქალაქეები, აკრძალული საშუალებებით - სახლართი ბადით, ე.წ. "ეკრანითა" და კუსტარულად დამზადებული თევზმახით, ე.წ. "ვენტერით" ახდენდნენ უკანონო თევზჭერას.
ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის საგამოძიებო ორგანოს გადაეგზავნება.


| Print |
FaceBook Twitter Google