სამართალი
სუს-მა თელავის საკრებულოს დეპუტატი დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ზაზა ზაზაშვილი მუნიციპალიტეტის შენობაში რამდენიმე წუთის წინ დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება მას 15 ათასი დოლარი ქრთამის აღებას ედავება.

-"რიგითი დეპუტატი იყო, თანამდებობა არ ეკავა. როგორც ამბობენ, ქრთამი აქვს აღებულიო. ზუსტად ვერაფერს გეტყვით. ჩემთვის მისი დაკავება მოულოდნელი იყო. "- აღნიშნა speqtri.ge-სთან თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა გიორგობიანმა.

ზაზა ზაზაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირიდან დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატია.
| Print |
FaceBook Twitter Google