სამართალი
ყვარელში უკანონო თევზჭერის ფაქტი დაფიქსირდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, ყვარლის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე, მოქალაქეები აკრძალული საშუალებით - ე.წ. სახლართი ტიპის ბადეების გამოყენებით ახდენენ უკანონო თევზჭერას და მოპოვებული ჰყავდათ 4კგ თევზი. მათ ჩამოერთვათ და დაილუქა აკრძალული იარაღები და უკანონოდ მოპოვებული თევზი. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის ორგანოს გადაეგზავნება.
| Print |
FaceBook Twitter Google