სამართალი
კახეთში უკანონო თევზჭერის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს.

ახმეტის, ყვარლის, ლაგოდეხისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში, მდინარე ალაზანზე, მოქალაქეები ე.წ. ელექტროშოკური მოწყობილობით და სახლართი ტიპის ბადეებით ახდენდნენ უკანონო თევზჭერას. მათ ჩამოერთვათ და დაილუქა, როგორც თევზჭერისთვის აკრძალული იარაღები, ასევე უკანონოდ მოპოვებული თევზი. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შსს-ს შესაბამის რაიონულ სამმართველოს გადაეგზავნება.




| Print |
FaceBook Twitter Google