სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა თაღლითები დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 3 პირი ამხილეს.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პირები გაყალბებული, ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის გამოყენებით, თაღლითურად დაეუფლნენ ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილ ქალაქ თბილისში, დიდ დიღომში მდებარე 3 263 კვ.მ. მიწის ნაკვეთს. ბრალდებულებმა ნაკვეთი თავის სახელზე დაარეგისტრირეს და მისი ერთი ნაწილის - 1 263 კვ.მ-ის რეალიზაცია მოახდინეს. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დამნაშავე პირები იმ მომენტში ამხილეს, როდესაც ისინი მოტყუებით დაუფლებული მიწის ნაკვეთის მეორე ნაწილის - 2 000 კვ.მ-ის რეალიზაციას ახდენდნენ. გამოძიების ამ ეტაპზე დაკავებულია 2 პირი, ხოლო ერთი - მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში დაუსწრებლად.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც  თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
| Print |
FaceBook Twitter Google