სამართალი
ტყის უკანონო ჭრის ფაქტი საგარეჯოში
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ტყის უკანონო ჭრის 5 ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, მოქალაქეებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მოჭრეს რცხილასა და წიფლის სახეობის მეორე ხარისხის ხე-ტყე და შემდგომში სათანადო დოკუმენტაციის გარეშე მისი ტრანსპორტირება მოახდინეს. შედგა შესაბამისი ოქმები. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება.

| Print |
FaceBook Twitter Google