სამართალი
ხე-ტყის უკანონო ჭრის 3 ფაქტი ლაგოდეხსა და საგარეჯოში
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა, ხე-ტყის უკანონო ჭრის 3 ფაქტი გამოავლინეს.
მათი ინფორმაციით, ლაგოდეხისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებმა მოჭრეს რცხილის, წიფლისა და მუხის სახეობის მეორე ხარისხის ხე-ტყე.

აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება.


| Print |
FaceBook Twitter Google