სამართალი
გურჯაანსა და საგარეჯოში ტყის უკანონო ჭრის ფაქტები გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ხე-ტყის უკანონო ჭრის 3 ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, გურჯაანსა და საგარეჯოში მოქალაქეებმა უკანონოდ მოჭრეს წიფლისა და მუხის სახეობის მეორე ხარისხის ხე-ტყე და შემდგომში, სათანადო დოკუმენტაციის გარეშე მისი ტრანსპორტირება მოახდინეს. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება.

| Print |
FaceBook Twitter Google