სამართალი
შსს-მ ნარკორეალიზატორები დააკავა
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, ფონიჭალაში ორი პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, 1989 წელს დაბადებული ნ.ჯ. და 1976 წელს დაბადებული მ.ჯ.ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდნენ. პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, 33 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო.გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით) მიმდინარეობს.

| Print |
FaceBook Twitter Google