სამართალი
ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

როგორც გამოძიებამ დაადგინა, 1987 წელს დაბადებული ე.ჯ., ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ ე.ჯ.-ს მიერ მოქალაქისთვის მიყიდული, 4 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4
ნაწილებით) მიმდინარეობს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები შსს / ნარკოტიკი /