სამართალი
ტყის უკანონო ჭრის ფაქტი ახმეტაში
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ტყის ფონდში, გამოვლინდა 3 ძირი წიფლის სახეობის პირველი ხარისხის ხე-ტყის ყოველგვარი ნებართვის გარეშე მოჭრისა და, შემდგომში, დამზადებული 14 ცალი მორის ტრანსპორტირების ფაქტი. გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1492,25 ლარს შეადგენს. მასალები შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს და შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს გადაეგზავნება.

| Print |
FaceBook Twitter Google