სამართალი
სიღნაღში ნადირობის წესის დარღვევის ფაქტი დაფიქსირდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ნადირობის წესების დარღვევის მორიგი ფაქტი გამოავლინეს.
უწყების ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტებში, მოქალაქე ე.წ. "პროჟექტორის" საშუალებით ნადირობდა. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება.
| Print |
FaceBook Twitter Google