სამართალი
კახეთში ტყის უკანონო ჭრის 8 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ტყის უკანონო ჭრის 8 ფაქტი გამოავლინეს
უწყების ინფორმაციით, ახმეტის, გურჯაანის, ლაგოდეხისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში, მოქალაეები  წიფლისა და რცხილას სახეობის მეორე ხარისხის ხე-ტყის უკანონო ჭრასა და შემდგომში, სათანადო დოკუმენტაციის გარეშე მის ტრანსპორტირებას ახდენდნენ. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნება.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კახეთი / ტყე /