სამართალი
შსს-მ კახეთში ტყის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტები გამოავლინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტები გამოვლინეს.

უწყების ინფორმაციით, 1-დან 11 სექტემბრამდე ტყის უკანონო გაჩეხვის ფაქტზე 19 პირი გამოავლინეს, ხოლო ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტზე 1 პირი ამხილეს. სამართალდამცველებმა მხილებულების ავტომანქანებიდან, უკანონოდ მოპოვებული ხის მორები და ფიცრები ამოიღეს, ხოლო ლაგოდეხის რაიონის სოფ. აფენში გამოვლენილი უკანონო სახერხი საამქრო დალუქეს, საიდანაც სამართალდამცველებმა ხე-ტყის გადამამუშავებელი დანადგარი და სხვადასხვა ჯიშის ხის მასალა ამოიღეს.
გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით) მიმდინარეობს.

| Print |
FaceBook Twitter Google