სამართალი
კახეთში ნადირობის წესების დარღვევის 30 ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნადირობის სეზონის დაწყებიდან დღემდე, წესების დარღვევის 334 ფაქტი გამოავლინეს.
დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი, 115 ფაქტი გამოვლინდა, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 100, აჭარაში – 34, კახეთში- 30, აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს ტერიტორიაზე – 24, თბილისის მასშტაბით – 20, ხოლო ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში – 11.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, აქედან, 30 შემთხვევაში, სამართალდამრღვევები აკრძალული იარაღისა და მეთოდების – ხმოვანი სიგნალის გამომცემი ელექტრონული მოწყობილობების – ე.წ. “მანოკი”, “პროჟექტორი”, ელექტროფარი – გამოყენებით ნადირობდნენ. 4 შემთხვევაში ნადირობის ფაქტი დაცულ ტერიტორიებზე დაფიქსირდა.

ამავე პერიოდში, ამოღებულია 112 ერთეული დაურეგისტრირებელი სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი.



| Print |
FaceBook Twitter Google