სამართალი
ქვემო ხოდაშენში გამგებლის წარმომადგენელი დააკავეს
სამართალდამცველებმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში გამგებლის წარმომადგენელი, ალექსანდრე ესიტაშვილი დააკავეს. გამოძიება მას ქრთამის აღებას ედავება. გავრცელებული ინფორმაციით, ესიტაშვილმა ქარხანაზე წარსადგენი ყალბი ცნობისთვის მოქალაქეს ქრთამის სახით 1000 ლარი გამიართვა. ის კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.
| Print |
FaceBook Twitter Google