სამართალი
თელავის პოლიციამ დედა-შვილის ცემაში ბრალდებული დააკავა
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სოფელ კონდოლში, დედა-შვილის ცემაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
speqtri,ge-ს ეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

დღეს, დედა-შვილს ფიზიკურად 1994 წელს დაბადებული ახალგაზრდა გაუსწორდა. დაშავებულები ამ დროისთვის თელავის რეფერეალურ საავდმოყოში არიან მოთავსებულები.

ექიმის ინფორმაციით, მათ სხეულის სხვადასხვა ადგილზე დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვთ მიყენებული, ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

სავარაუდოდ, კონფლიქტი ოჯახურ ნიადაგზე მოხდა და ის მემკვიდრეობის განაწილებას უკავშირდება. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დანაშაულის ჩადენის მოტივს გამოძიება დაადგენს.

ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

| Print |
FaceBook Twitter Google