სამართალი
საგარეჯოში რვა სანახშირე ორმო აღმოაჩინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 8 სანახშირე ორმოს დემონტაჟი მოახდინეს.
უწყების ინფორმაციით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელი გიორგიწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ ფუნქციონირებდა სანახშირე ორმოები, სადაც ნებართვის გარეშე მიმდინარეობდა ნახშირის წვა. ტერიტორიაზე ნაპოვნია 5 მ3 უკანონოდ მოპოვებული შეშა. კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ადგილზე 5 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინეს.


| Print |
FaceBook Twitter Google