სამართალი
ორწლიანი პატიმრობა, 3000 ლარი ჯარიმა და 5 წელი პირობითი მსჯავრი გოგოს მოტაცებაში ბრალდებულებს
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გოგოს მოტაცებაში ბრალდებულების საქმესთან დაკავშირებით განაჩენი გამოიტანა.
ორ ახალგაზრდას, რომლებმაც მიმდინარე წლის აპრილში, გურჯაანის სპორტკომპლექსის მიმდებარე ტერიტორიიდან 24 წლის გოგო მოიტაცეს, ორწლიანი პატიმრობა, 5 წელი პირობითი მსჯავრი და 3 000 ლარი გირაო შეეფარდათ, მოხუც მამაკაცს კი, რომელიც ასევე თანამონაწილედ სცნეს- შვიდწლიანი პირობითი მსჯავრი.

საქმე სსკ-ის 143-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. გამოძიებას კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველო აწარმოებდა.


| Print |
FaceBook Twitter Google