სამართალი
იორმუღანლოს თემში მომხდარი მკვლელობა გახსნილია
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, იორმუღანლოს თემის სოფელ ქეშალოში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული საგარეჯოში დააკავეს. როგორც speqtri.ge- შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს,ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ცნობისთვის,სოფელ ქეშალოში 30 წლამდე ასაკის მამაკაცი რამდენიმე დღის წინ მოკლეს. წინასწარი ინფორმაციით მკვლელობა ვალს უკავშირდება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე,განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
| Print |
FaceBook Twitter Google