სამართალი
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1985 წელს დაბადებული რ.ტ., ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას, მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და 7 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

| Print |
FaceBook Twitter Google