სამართალი
საბაჟო წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი ამხილეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი ამხილეს.
როგორც გამოძიებან დაადგინა, ბრალდებული საქართველოს საბაჟო გამშვები პუნქტის ,,მტკვარის’’ გავლით, მსუბუქ ავტომანქანაში მოწყობილი სამალავებით ცდილობდა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მალულად 984 ერთეული მობილური ტელეფონი გადაეტანა, რომლის საბაჟო ღირებულება ჯამში 22 240 ლარს შეადგენს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

| Print |
FaceBook Twitter Google