სამართალი
შაშიანში მაღაზია გაქურდეს- წაღებულია ფული და სურსათი
გურჯაანის მუნიციპალიტეტშის სოფელ შაშიანში მდებარე მაღაზია გაქურდეს. მაღაზიის მეპატრონეს დილით კარი გატეხილი დახვდა.
ინფორმაცია ამის შესახებ speqtri.ge-ს გამგებლის წარმომადგენელმა სოფელ ველისციხეში ნიკოლოზ მღებრიშვილმა დაუდასტურა.

წინასწარი ინფორმაციით, წაღებულია პროდუქტი და თანხა, თუმცა რა რაოდენობის, უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი განმარტავენ, რომ მომხდართან დაკავშირებით პოლიციაში შეტყობინება არ შესულა.



| Print |
FaceBook Twitter Google