სამართალი
შსს-მ ოთხი ნარკორეალიზატორი დააკავა
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ფონიჭალის დასახლებაში ნარკორეალიზატორები დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, 1977 წელს დაბადებულ ვ.ჯ-ს, 1983 წელს დაბადებულ ზ.ა-ს, 1982 წელს დაბადებულ ე.ი-ს და 1990 წელს დაბადებულ ა.ბ-ს, ბრალად ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ.

სამართალდამცველებმა, ვ.ჯ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 13 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება, ზ.ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას - 12 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი, ე.ი.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას - 14 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი, ა.ა.-ს საცხოვრებელი სახლის
ჩხრეკისას კი 11 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღეს, რომლებზეც შესაბამისი ექსპერტიზაა დანიშნული.

როგორც გამოძიებამ დაადგინა, ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდნენ. პოლიციამ მათ მიერ მოქალაქისთვის მიყიდული, 15 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით) მიმდინარეობს.

| Print |
FaceBook Twitter Google