სამართალი
2017 წელს პოლიციამ ოჯახში ძალადობის ფაქტებზე 3 137 შემაკავებელი ორდერი გასცა
2017 წლის 31 ოქტომბრის მონაცემებით, დაახლოებით 9 თვის განმავლობაში, საქართველოში ოჯახში ძალადობის ფაქტებზე 3 137 შემაკავებელი ორდერი გაიცა.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ipn-ი ავრცელებს.

31 ოქტომბრის მდგომარეობით, ოჯახური ძალადობის დანაშაულზე მამაკაცებზე 2 568 ორდერი, ხოლო ქალებზე 278 შემაკავებელი ორდერია გაცემული.

ხოლო სისხლის სამართლებრივი დევნა სამართალდამცველებმა 1012 შემთხვევაში დაიწყეს.
| Print |
FaceBook Twitter Google