სამართალი
გურჯაანის პოლიციამ ოჯახში ძალადობის ბრალდებით მამაკაცი დააკავა
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოჯახში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით შუა ხნის ასაკის მამაკაცი დააკავეს.
ბრალდების მტკიცებით, მან, 28 ოქტომბერს, სოფელ ჩუმლაყში, მეუღლეს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სცემა. 8 ნოემბერს კი მობილურ ტელეფონზე დაურეკა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით დაემუქრა.

დღეს, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ მამაკაცს აღკვეთი ღონისძების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, მომდევნო პროცესი 29 დეკემბერს ჩაინიშნა.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით(ოჯახში ძალადობა) და 11 პრიმა 151 მუხლით არის აღძრული (მუქარა).



| Print |
FaceBook Twitter Google