სამართალი
სახელმწიფო ქონების მითვისების ფაქტზე ორი კომპანიის ხელმძღვანელი ამხილეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით მითვისების ფაქტზე, ორი კომპანიის ხელმძღვანელი ამხილეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ერთ შემთხვევაში, ბრალდებულმა ახალციხის მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოების დროს, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ხელოვნურად გაზარდა შესრულებული სამუშაოების მოცულობა და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 130 785 ლარს.

მეორე შემთხვევაში, ბრალდებულმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისას, ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული მაღალი ხარისხის მასალის ნაცვლად, დაბალი ხარისხის და ნაკლები მოცულობის მასალა გამოიყენა, რა გზითაც მოტყუებით დაეუფლა 9 257 ლარს.

საქმეზე გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე და 180-ე მუხლის მეორე ნაწილებით მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე ტარდება შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების და ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით.


| Print |
FaceBook Twitter Google