სამართალი
"ნაციონალური მოძრაობის" წევრები 400 ლარით დააჯარიმეს
თბილისის საქალაქო სასამართლომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო და ისინი 400 ლარით დაააჯრიმა.
დაჯარიმებულთა შორის არიან, თორნიკე მაჭარაშვილი, რომელიც ადგილობრივბი თვითმმართველობის არჩევნებზე ლაგოდეხის მერობის კანდიდატად იყრიდა კენჭს და სოფელ კაჭრეთის მაჟორიტარი დეპურტატობის კანდიდატი ჯონი ამისულაშვილი.

ინფორმაცია ამის შესახებ speqtri.ge-ს თავად ჯონი ამისულაშვილმა დაუდასტურა.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე ენმ-ს  14 წევრი ოქტომბერში დააკავეს. გამოძიება მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებოდა, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.




| Print |
FaceBook Twitter Google