სამართალი
speqtri.ge-ზე გამოქვეყნებული მასალის საფუძველზე პოლიციამ საქმე თაღლითობის მუხლით აღძრა
soeqtri.ge-ზე გამოქვეყნებული მასალის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც იორმუღანლოს თემის მოსახლეობის ნაწილი ოჯახის ექიმ ნონა ხუციშვილს თაღლითობაში ადანაშაულებდა, პოლიციამ ძიება დაიწყო.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, საგარეჯოს რაიონულმა სამმართველომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, თაღლითობის მუხლით აღძრა.

იორმუღანლოს თემის რამდენიმე მცხოვრების თქმით, მათ სახელზე, ნონა ხუციშვილმა  სესხი ნებართვის გარეშე გამოიტანა. ამის შესახებ კი მხოლოდ მას შემდეგ გაიგეს, რაც ვადაგადაცილებულ სესხთან დაკავშირებით პრობლემური აქტივების ბიურომ ოფიციალური ცნობა საცხოვრებელ მისამართზე გაუგზავნა.

იორმუღანლოს თემის ერთ-ერთ მცხოვრების განცხადებით კი,  ოჯახის ექიმმა საკუთარი ანგარიშიდან 4000 ლარი მოტყუებით მოახსნევინა. 

ინფორმაცია ამის შესახებ speqtri.ge-მ 14 ნოებერს ექსკლუზიურად გამოაქვეყნა. სამართალდამცველები ამ საქმით იმ დღესვე დაინტერესდნენ.






| Print |
FaceBook Twitter Google