სამართალი
საკადრო ცვლილებები შსს-ში - თანამდებობას გიორგი კლიმიაშვილიც ტოვებს
speqtri.ge-ს რამდენიმე წყაროს ინფორმაციით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის- გიორგი ბუბუნაურის შემდეგ, თანამდებობას მისი მოადგილე - დეტექტივების სამმართველოს უფროსი გიორგი კლიმიაშვილიც ტოვებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

გიორგი ბუბუნაურის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია speqtri.ge-მ პირველ დეკემბერს გაავრცელა. ამ თემაზე კოემენტარი გახარიას უწყებაში არც მაშინ გააკეთეს. ახალი უფროსი შოთა ჭანუყვაძე უფლებამოსილების შესრულებას უკვე შეუდგა.

ცნობისთვის, გიორგი კლიმიაშვილი სხვადასხვა პერიოდში იყო ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს უფროსი, ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსის მოადგილე, 2014 წელს კი კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ დანიშნეს.
| Print |
FaceBook Twitter Google