სამართალი
ოთხი გარდაცვლილი ერთ საკანში - რა შეტყობინება მიიღეს პატიმრების ოჯახებმა
4 დეკემბერს, დაახლოებით 00:00 საათზე, გურჯაანში ერთ-ერთი პატიმრის ოჯახს დაურეკეს და განუცხადეს, რომ მათი შვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაცვლილი იპოვეს.
მამაკაცი, რომელიც ოჯახს ექსპერტის სახელით გაეცნო, ამბობდა, რომ მათი ოჯახის წევრთან ერთად საკანში კიდევ 3 პატიმარი დაიღუპა.

ნათესავებმა მოგვიანებით გაარკვიეს, რომ მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია და მათთან ცრუ შეტყობინება განხორციელდა.

-„ვინ იყო არ ვიცით, დაახლოებთ ღამის თორმეტი საათი იქნებოდა ბილაინის ქსელიდან რომ დაირეკა. მამაკაცი ამბობდა, ექსპერტი ვარ, საკნის კარი რომ გავაღეთ, ოთხი მიცვალებული დაგვხვდა, მათ შორის ვითომ ჩემი ძმაც იყო. ერთ სხვა გურჯაანელ პატიმარზეც გვითხრა, ვრეკავთ, ვერ ვუკავშირდებით მის ოჯახს, გადაეცით, რომ მათი შვილიც დაიღუპა და მიხედონ თავიანთ მიცვალებულსო. იმ ღამესვე წავედით ციხეში. აღმოჩნდა, რომ კიდევ სხვა პატიმრის ოჯახებსაც დაურეკეს. ცუდად გახდნენ, გული წაუვიდათ და წყლით ასულიერებდნენ. როგორც გაირკვა, ასეთი ინფორმაცია ყველას ერთი ნომრიდან შეატყობინეს. “- აღნიშნა speqtri.ge-სთან პატიმრის ძმამ გ.მ.-მ

ჩვენ მეორე პატიმრის დედას ი.ც.- საც ვესაუბრეთ.

-„ეს რომ გავიგეთ, ლამის გავგიჟდით ნერვიულობით, კაპლით ძლივს გვაბრუნებდნენ. სანამ ციხემდე მივიდოდა, ჩემმა პატარა ბიჭმა, გზაზე დაიტირა თავისი ძმა, მართლა გარდაცვლილი ეგონა. მთელი ღამე თეთღად გავათენეთ, გვიან გავიგეთ რომ ტყული იყო. ჩემი შვილი გუშინ დამალაპარაკეს. “

აღნიშნულის შესახებ საქმის კურსშია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო. როგორც პრესსამსახურში გვითხრეს, მათი უწყებიდან პატიმრის ოჯახის წევრებთან არავის დაურეკავს.

speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა. პრესსამსახურში განაცხადეს, რომ პოლიციაში ცრუ შეტყობინების თაობაზე მათთვის ჯერჯერობით არავის მიუმართავს.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და კახეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ორი
პირი დააკავეს.
შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს.
12:05 / 19.02.2018
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითთან მდებარე ფერმაში მამაკაცებს
შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა, რომელიც მკვლელობით დასრულდა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითთან მდებარე ფერმაში მამაკაცებს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა, რომელიც მკვლელობით დასრულდა.
13:47 / 18.02.2018
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში მცხოვრები ამონაშვილების
ოჯახი კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ზეწოლაში
ადანაშაულებს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში მცხოვრები ამონაშვილების ოჯახი კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ზეწოლაში ადანაშაულებს.
12:56 / 17.02.2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 5-17 თებერვალს
სვანეთში, კახეთში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელოში და
თბილისში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 5-17 თებერვალს სვანეთში, კახეთში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელოში და თბილისში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.
10:59 / 17.02.2018
შინაგან საქმეთა სამინისტრო, ბოლო ერთი კვირის მანძილზე გახსნილ
საქმეების სტატისტიკა გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, მთელი
ქვეყნის მასშტაბით განსაკუთრებით დიდი ოდენობის სხვადასხვა სახის
ნარკოტიკული საშუალებები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, ბოლო ერთი კვირის მანძილზე გახსნილ საქმეების სტატისტიკა გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით განსაკუთრებით დიდი ოდენობის სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.
15:42 / 16.02.2018
სხვა ამბები
გურჯაანის საბიბლიოთეკო გაერთიანებამ პროექტ „მაკულატურას“ ფარგლებში ჩაბარებული წიგნებიდან მიღებული ქულებით მხატვრული,შემეცნებითი და დარგობრივი ლიტერატურა შეიძინა.
17:06 / 20-02-2018
17-18 თებერვალს გურჯაანმა თავისუფალ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის საქართველოს პირველობას უმასპინძლა. ჩემპიონატი საქართველოს ჭიდაოების ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით და გურჯაანის მერიის ხელშეწყობით ჩატარდა.
13:30 / 19-02-2018
სამების საკათედრო ტაძართან არსებული ახალგაზრდულ ცენტრ „ერთობის“ ორგანიზებითა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მარათონი გაიმართა.
14:32 / 16-02-2018
2018 წლის სკოლის საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება. ამის შესახებ დღეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა ისაუბრა.
14:22 / 15-02-2018
გურჯაანის სპორტკომპლექსში თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს პირველობა გაიმართება.
16:25 / 14-02-2018
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.