კახეთში მოქალაქეებმა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა პოლიციას ჩააბარეს
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის, ახმეტის, გურჯაანისა და
ყვარლის რაიონულ სამმართველოებს მოქალაქეებმა იარაღი ჩააბარეს.
1984 წელს დაბადებულმა რ.ქ.-მ, 1962 წელს დაბადებულმა მ.ზ.-მ, 1975
წელს დაბადებულმა ზ.ც.-მ და 1991 წელს დაბადებულმა დ.ბ.-მ სხვადასხვა
ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით
წარადგინეს.
უწყების ინფორმაციით, სულ ჩაბარებულია: გადაჭრილი სანადირო თოფი -
ე.წ. „აბრეზი“, „პგ“-ს ტიპის ხელყუმბარა, 600 გრამი ფეთქებადი
ნივთიერება ტროტილი, 120 გრამი ფეთქებადი ნივთიერება „ამონალი მაგნიუმ
365“, 2 პისტოლეტი და სხვადასხვა კალიბრის 299 საბრძოლო ვაზნა.
ექსპერტიზის დასკვნით, ჩაბარებული იარაღი და საბრძოლო მასალა სასროლად
ვარგისია.
აღნიშნული პირები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის
105-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებიან.
მასალის გამოყენების პირობები