გურჯაანში მაღაზია გაქურდეს - მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები
გურჯაანში, აგრარულ ბაზარში მდებარე ერთ-ერთი მაღაზია გაქურდეს.
speqtri.ge- ინფორმაციით, წაღებულია ფული და პროდუქტი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქმე სისხლის სამართლის
კოდექსის 177-ე ქურდობის მუხლით არის აღძრული. მომხდართან
დაკავშირებით ჯერ არავინ დაუკავებიათ.
გამოძიებას კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული
სამმართველო აწარმოებს.
შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები