სამართალი
პროკურატურამ სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება დაიწყო
საქართველოს პროკურატურამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას 19 წლის ტემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება დაიწყო.
პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნათია სუხიაშვილის განცხადებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე მიმდინარეობს.

ცნობისთვის, დუისში სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.


| Print |
FaceBook Twitter Google