შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.ჯ.,
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი
ბინის ჩხრეკისას, მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 3
საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4 წლამდე
ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე
მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები