სამართალი
შსს-მ ნარკოდანაშაული გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთი პირი დააკავეს.


უწყების ინფორმაციით, 1974 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ზ.კ. -ს  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 43 შეკვრად დაფასოებული, ასევე, ერთჯერადი მოხმარების შპრიცში მოთავსებული 0,033 გრამი ჰეროინის ხსნარი ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
| Print |
FaceBook Twitter Google