უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის
შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
როგორც გამოძიებამ დაადგინა, ბრალდებული ქალაქ რუსთავში, დიდი
ოდენობით სხვადასხვა დასახელების ალკოჰოლური სასმელის რეალიზაციას
შესაბამისი აქციზური მარკის გარეშე ახდენდა. საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად ამოღებულია უაქციზო სასმელები - „BELUGA”, „HENNESSY“,
„IJEVAN“ და „ARARAT“, რომელთა საბაზრო ღირებულება ჯამში 7 000 ლარს
აღემატება.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის მე-200 მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს
თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.
მასალის გამოყენების პირობები