სამართალი
ლაგოდეხის საბაჟო გამშვებ პუნქტზე არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ლაგოდეხი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა,
არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების თ.ხ-ს, მ.ძ-სა და მ.გ-ს, კუთვნილი ავტომობილებისა და ფიზიკური დათვალიერებისას აღმოჩენილი, არადეკლარირებული ოქროსა (საერთო წონა 467.26 გრამი) და ვერცხლის (5.8 გრამი) ნაკეთობების  საერთო საბაჟო ღირებულებამ 31,427.17 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში, 31,427.17 ლარის ოდენობით შეეფარდათ.
| Print |
FaceBook Twitter Google