სამართალი
გარდაცვლილს სხეულზე ექვსი ჭრილობა აქვს - ნათია მეზვრიშვილი
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ფაქტზე კომენტარს აკეთებს.

„პირველადი მონაცემებით, გარდაცვლილს სხეულზე ცეცხლსასროლი იარაღით 6 ჭრილობა აქვს მიყენებული. აგრეთვე, გაირკვა, რომ ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე, ასევე, გარდაცვლილის სამუშაო ოთახში, სათვალთვალო კამერები არ იყო დამონტაჟებული, თუმცა ამოღებულია ბაზრობის გარე პერიმეტრზე არსებული ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომელთა შესწავლაც მიმდინარეობს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი - 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს“.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ერთ-ერთი მფლობელი ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო (სამსონ) ქუთათელაძე, გუშინ საკუთარ კაბინეტში მოკლული იპოვეს.

| Print |
FaceBook Twitter Google