სამართალი
ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთი პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, 1985 წელს დაბადებული დ.ტ ,  ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით, წყნეთში აიყვანეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ბერეტას სისტემის პისტოლეტი, 2 მჭიდი და 30 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
| Print |
FaceBook Twitter Google