სამართალი
შსს ქურდული სამყაროს წევრების მიმართ სასჯელს ამკაცრებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საკანონმდებლო ცვლილებებს გეგმავს. როგორც დღეს შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, შესაბამისი კანონპროექტი უკვე მომზადებულია.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ინტენსიურ ღონისძიებებს ქურდული სამყაროს წინააღმდეგ. ამ კუთხით მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები იგეგმება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე მოამზადა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებების წრეს აფართოებს. კერძოდ, საკანონმდებლო ცვლილებები ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერას, ქურდული შეკრების ორგანიზებას და ქურდული სამყაროს წევრისთვის, ასევე კანონიერი ქურდისთვის მიმართვას დანაშაულად აცხადებს და ასევე ამკაცრებს სასჯელს ქურდული სამყაროს წევროსა და კანონიერი ქურდობისთვის. აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი უახლოეს დღეებში იქნება წარდგენილი შესაბამის უწყებაში“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.


| Print |
FaceBook Twitter Google